ქუთაისში შშმ პირთა პრობლემებზე და საჭიროებებზე იმსჯელეს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს მე-11 სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე ​ ქუთაისის შშმ პირთა მხარდაჭერის , კონსულტაციის და საინფორმაციო გადამისამართების ცენტრის მიერ მომზადებულ წერილში შემოთავაზებული საკითხები განიხილეს.

“მომავალი წლის ბიუჯეტში, შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით, დაინერგება ახალი პროგრამები, მოხდება 18 წელს ზემოთ შშმ პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფა. შშმ პირებისთვის მომზადდება პერსონალური ასისტენტები და მათი პირადი საცხოვრებელი ფართის ინდივიდუალური ადაპტირების პროცესიც დაიწყება.

დაფინანსდება მექანიკური ეტლ-სავარძლების მორგებისა და შეკეთების სერვისის პროგრამა. მიმდინარეობს მუშაობა პარა-სპორტის განვითარების პროგრამაზე. 18 წელს ზემოთ შშმ პირებისთვის წარმოდგენილი იქნა “ფიზიკური აქტივობისა და რეაბილიტაციის პროექტი“,- აღნიშნულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს მომავალი წლის ბიუჯეტიდან უსინათლო პირებისთვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფასა და მათთვის ადაპტირებული სამედიცინო ხელსაწყოების გადაცემაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები