ხულოს ტურისტულ ლოკაციებზე საინფორმაციო-გაცნობითი ტური მოეწყო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ხულოს ტურისტულ ლოკაციებზე საინფორმაციო-გაცნობითი ტური მოეწყო. როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ტურის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხიჭაურის ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კურორტი ბეშუმი, გოდერძის ალპური ბაღი და გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე საზაფხულო იალაღები დაათვალიერეს. ტურის ფარგლებში ადგილობრივი ფოლკლორის ჩვენება გაიმართა, რომელშიც ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “არგინეთი” მონაწილეობდა.
​ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პიკნიკი. სტუდენტებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ შესაძლებლობებზე სპეციალურად მოწვეულმა გიდმა მიაწოდა ინფორმაცია. საინფორმაციო-გაცნობითი ტურის მთავარი მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ ხულოს მუნიციპალიტეტი ტურისტული თვალსაზრისით წელიწადის ოთხივე სეზონზე საინტერესოა.
​ღონისძიება “ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები