“მერიის თასი 2019”- ასპინძაში საფეხბურთო ტურნირი იწყება

ასპინძის მუნიციპალიტეტი ფეხბურთში საშემოდგომო ტურნირს “მერიის თასი 2019“ იწყებს, რომელიც 22 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საშემოდგომო ტურნირი 7X7 ფეხბურთში ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16 წლიდან ზევით ასაკის ფეხბურთის ყველა მოყვარულს.

განაცხადების მიღება -რეგისტრაციას ხდება, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურში. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 20 ოქტომბერია.

გუნდების თამაშის განრიგისათვის, კენჭისყრა  2019 წლის 21 ოქტომბერს 12:00 საათზე ჩატარდება.

ტურნირზე გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, სიგელებით, პრიზებით და ფულადი ჯილდოებით.

როგორც ასპინძის მერიაში ამბობენ, პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა ფულადი ჯილდო 300 ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს 200 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები