ხაშურის მუნიციპალიტეტში გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბეკმისა და გვერდისუბნის დასახლებებში გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

“აღნიშნული პროექტით 1500- ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე და დამსვენებელი ისარგებლებს, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს. პროექტი ორწლიანია, მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში 960 555 ლარს ითვლის,” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები