“აქ არაფერი არ ხდება” – რას პასუხობს ქაცარავას გავრცელებულ განცხადებას ოკუპანტების დაძვრასთან დაკავშირებით, სოფლის ერთადერთი მაცხოვრებელი

ანტიოკუპაციური მოძრაობა ” ძალა ერთობაშიას” ლიდერის, დავით ქაცარავს გავრცელებულ განცხადებას სოფელ ყობში ოკუპანტების გააქტიურებასა და შესაძლო გადაადგილების შესახებ, სოფლის ერთადერთი მაცხოვრებელი გენადი ბასიკოვი პასუხობს. ბასიკოვი “რეგიონულ კვირასთან” ჰყვება, რომ ადგილზე, ამ დროისთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს და ქაცარავას განცხადება საფუძველს მოკლებულია.

“აქ არაფერი არ არის შვილო, ჩავიდნენ ისინი წყალთან და არიან იქ. აქ, ზემოთ ყველაფერი წყნარად არის. არაფერი შეიმჩნევა, არაფერი არ არის. ქაცარავას მაგას ტვინი რომ ჰქონდეს კარგი იქნებოდა. რაც კარგი ჰქონდა ხელბურთს რომ თამაშობდა ხოლმე ეგ იყო. ეგ სისულეები მაგან წეროს და იკითხოს. მე აგერ აქ ვარ, კილომეტრნახვეარში იმ ტექნიკასთან, სადაც მუშაობენ. დილას აქ იყვნენ დამკვირვებლები, პოლიცია და რამე რომ ყოფილიყო ხომ გაიგებდა ხალხი”,- განაცხადა გენადი ბოსიკოვმა.

ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა, დავით ქაცარავამ დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს მოუწოდა: “სასწრაფოდ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ხერხი, კონტაქტი და მშვიდობიანად დავდგეთ ჩვენი მიწების დასაცავად!”

“სამწუხაროდ, ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზებიდან, უარესი გამართლდა.
ოკუპანტები დაიძრნენ ყობისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით დღეს, დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით. გენადი ბოსიკოვი, ხაშურის რაიონის სოფელ ყობის ერთადერთი და უკანასკნელი მაცხოვრებელი გადაიქცევა ორკების მძევლად, ან ახალ დევნილად.
ასევე გამოჩნდნენ ყობის მიმდებარედ პოლიციელები.
სასწრაფოდ ჩაერთეთ ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავროები, უბრალო მოქალაქეები ოკუპაციის პროცესის შესაჩერებლად!
მარტო ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ს გვბლოკავს ხელისუფლება, ერთად ვერ შეგვაჩერებენ!.
სასწრაფოდ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ხერხი, კონტაქტი და მშვიდობიანად დავდგეთ ჩვენი მიწების დასაცავად!”,- წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.

ქაცარავას გავცრელებული ინფორმაცია უარყვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყების ოფიციალურ კომენტარში ნათქვამია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესი არ მიმდინარეობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ
აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესში გამოიხატება.

უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესი არ მიმდინარეობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები