ხაშურში მშობიარე ქალი გარდაიცვალა

ხაშურში,  ევექსის კლინიკაში მშობიარე ქალი გარდაიცვალა.

როგორც საავადმყოფოს დირექტორმა კახა ხელაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ტრაგიკული შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საქმის მოკვლევა.

“გუშინ ჩვენს კლინიკაში 40 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა . დაიწყო ფიზიოლოგიური მშობიარობა, თუმცა წარმოიშვა პრობლემები, რის გამოც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მედიკოსებმა ბავშვის ნაადრევად გამოყვანის მიზნით საკეისრო კვეთა დაიწყეს, თუმცა სამწუხაროდ, დღეს დილით გარდაიცვალა ჩვილიც და დედაც. მომხდარის გამო პროფესიული საქმიანობა დროებით შეუჩერდა, იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალბატონის რეფერალი არ განახორციელა. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია მოკვლევის შედეგები, იყო თუ არა პერსონალის მხრიდან გადაცდომა და შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგიკული შემთხვევის თავიდან აცილება. ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროს მოკვლევის შედეგებს”- განაცხადა კახა ხელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები