ახალციხეში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესია ჩატარდა

0

ქალაქ ახალციხეში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესია ჩატარდა, სადაც ახალციხელ მოსწავლე-ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროპარლამენტის მუშაობის პრინციპებს, ჩართულიყვნენ სხვადასხვა შემეცნებით და სახალისო აქტივობებში,მიეღოთ მონაწილეობა დებატებში.

სესიის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართვა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის პროექტებსა და კონფერენციებში.

ღონისძიება ახალციხის მერიის ახალგაზრდული პროგრამების განყოფილების მხარდაჭერით გაიმართა.

“ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – ე.ა.პ “(European Youth Parliament – EYP) არის საერთაშორისო ორგანიზაციათა ქსელი, რომელიც დაარსებიდან, 1987 წლიდან, თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი აზროვნებისა და დებატების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და მათში ევროპული ღირებულებების გავრცელებას.

ორგანიზაციის პროექტებში 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან ჩართულნი. საქართველო ამ ქსელს 2008 წლიდან შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი