მართლმადიდებელი ქრისტიანები მოწამეთობას აღნიშნავენ

მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს  განსაკუთრებით აღნიშნავს.

მოწამეთას ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.  წირვა რუსთავის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა აღავლინა.

საზეიმო წირვა-ლოცვას იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
“ქუთაისში დღეს მოწამეთობას აღვნიშნავთ. ტრადიციისამებრ იმართება წირვა-ლოცვა. ვულოცავ მთელ საქართველოს ამ წმინდა ადგილიდან, საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას”-, აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

მოწამეთობა, ორწიფობა – სახალხო-რელიგიური დღესასწაულია იმერეთში, რომელიც იმართება ყოველწლიურად მოწამეთას მონასტერში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხილი არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეს (VIII ს.) ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს. ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან.

გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ, პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები