ეკვადორში საპროტესტო აქციაზე დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

ეკვადორში საპროტესტო აქციის დროს დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, 1340 დაშავდა, 1192 ადამიანი დაკავებულია.

ინფორმაციას ქვეყნის ადამიანის უფლებათა ოფისი ავრცელებს.

ეკვადორში საპროტესტო აქციები სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს, ამის მიზეზი ეკონომიკური რეფორმები და საწვავზე სახელმწიფო სუბსიდირების მოხსნა გახდა.

აქციის მონაწილეები გზებს, ნავთობ საბადოებსა და აეროპორტისკენ მისასვლელ გზას ბლოკავდნენ, ასევე შეფერხდა უამრავი საწარმოს მუშაობა.

ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიც გამოუცხადებია, თუმცა 13 ოქტომბერს ხელისუფლება და ოპოზიცია კონფრონტაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

14 ოქტომბერს მიმდინარე მოვლენების ფონზე ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ, ნავთობის სუბსიდირების აკრძალვის ბრძანება უკან გაიწვია.

ამასთან, როგორც ჩანს, ოპოზიციის დევნაც იწყება, რადგან ეკვადორში მექსიკის საელჩომ 6 ოპოზიციონერი და მათი ოჯახის წევრები შეიფარა, ამჟამად ისინი დიპმისიის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები