ზუგდიდში მეზობლების სავარაუდო ცემის ფაქტზე 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში სავარაუდო ძალადობის ბრალდებით 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულს შელაპარაკება მოუვიდა მეზობლ ცოლ-ქმართან და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

წყაროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მეზობლები სავარაუდოდ სცემა. ინციდენტი 13 ოქტომბერს მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ, ინციდენტის დღეს ძალადობის ბრალდებით დააკავა.

შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები