“სინოდის სხდომაზე განვიხილავთ” – დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს “არაკაცი” უწოდა

საპატრიარქოს პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, “მთავარი არხის” ინფორმაციით, დეკანონზმა ანდრია ჯაღმაიძემ 12 ოქტომბერს ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრე ცაავას არაკაცი უწოდა, მამა ანდრია კი ზონდერ დეკანოზს უწოდებს მათ, ვინც მაღალ სასულიერო პირებს შეურაცხყოფას აყენებს.

ინციდენტი წყაროს ინფორმაციით, შაბათს, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის დედის გასვენებაში მოხდა, რასაც შეფასებები მოჰყვა სასულიერო პირებს შორის, თავად ანდრია ჯაღმაიძე კი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ფოთის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, ნებისმიერი კანონიკურ საზღვრებს გადაჭარბებული ქმედება საჭიროებს შესაბამის რეაგირებას.

“ნებისმიერი ფაქტი, რომელიც სცილდება საზღვრებს, ქრისტიანული ეთიკის, კანონიკური ნორმების საზღვრებს, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეაგირებას”, – განაცხადა მეუფემ.

წმინდა სინოდის წევრი მეუფე ანტონი კი ამბობს, რომ ამ საკითხს უახლოეს სინოდის სხდომაზე განიხილავენ:

“რა თქმა უნდა, განვიხილავთ, როცა დადგება დღის წესრიგში”, – აცხადებს მეუფე ანტონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები