ფესტივალზე “განდაგანა“ 12 ადგილობრივი ოსტატის არტეფაქტების თემატიკაზე შექმნილი პროდუქცია გამოიფინა

ფესტივალზე “განდაგანა“ ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების პროექტის ფარგლებში შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.

გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 12 ადგილობრივი ოსტატის მიერ მუზეუმებში დაცული არტეფაქტების თემატიკაზე შექმნილი პროდუქცია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აკაკი ძნელაძემ დაათვალიერა.

პროექტში მონაწილე რეწვის ოსტატების შერჩევა საგრანტო კონკურსის წესით განხორციელდა, ხოლო გამარჯვებულად გამოვლენილი ოსტატებისთვის ჩატარდა სასწავლო ვიზიტი აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებში.

კოლექციების შესწავლის საფუძველზე შემუშავდა პროდუქციის ახალი დიზაინის პროტოტიპები, ხოლო პროდუქციის შექმნის პროცესში ოსტატებს ჩაუტარდათ ინდივიდუალური კონსულტაციები.

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება .

ფესტივალი ,,განდაგანა”, რომელიც ბათუმში 2015 წლიდან იმართება, გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები