გიორგი გახარია: სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო(ვიდეო)

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა.
პრემიერი სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით მცხეთაში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.
„დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და თავად მცხეთა არის ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს მქონდეს საშუალება, აქედან მოგილოცოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
14 ოქტომბერს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული ​აღინიშნება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები