ზუგდიდში მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დასრულდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ჟორა გეთიას სახელობის ფეხბურთის სტადიონზე, მიხეილ მესხის სახელობის 11-იანთა ტურნირის გამარჯვებული მასპინძელი, სოფელ კახათის საფეხბურთო კლუბი “კოლხა” გახდა.
ტურნირის ორგანიზატორმა, თემურ გეთიამ და მიხეილ მესხის მეუღლემ, ქეთევან მესხმა გამარჯვებული გუნდი მედლებით, სიგელებითა და სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვეს. ასევე, დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, გამოვლინდნენ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში.
ტურნირში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ნორჩ ფეხბურთელთა გუნდიც მონაწილეობდა, რომელმაც ტურნირში მესამე საპრიზო ადგილი და მაყურებელთა სიმპათია დაიმსახურეს. გუნდს სპეციალური პრიზები გადასცა  „სოხუმის დინამოს“ მწვრთნელმა – დავით თავართქილაძემ.
ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 11 წლამდე ფეხბურთელი მონაწილეობდა. როგორც ტურნირის ორგანიზატორმა თემურ გეთიამ განაცხადა, ტურნირი ტრადიციული გახდება და ის ყოველწლიურად  სოფელ კახათში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები