“ხაშურის იმ სოფლებში, სადაც ბუნებრივი აირი ჯერ კიდევ არ არის, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება”

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება.

საქართველოს პარლამენტის წევრები – სიმონ ნოზაძე, ლადო კახაძე, თემურ ხუბულური, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ამირან ქრისტესიაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში – ხანაცარგორა, ფლევი, ტკოცა და ქინძათი – არსებულ პრობლემებსა და მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ.
“შეხვედრებზე მოსახლეობამ გამოყო ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მათი ყოფა–ცხოვრებისთვის ყველაზე პრიორიტეტულია. კერძოდ, სოფელ ნაცარგორაში ადგილობრივებმა გზების მოწესრიგება, სანიაღვრეების მოწყობა და ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემები დაასახელეს. უპირველეს საჭიროებად, ფლევში გზის მოწესრიგება, წყლის სისტემის მოწყობა და ბუნებრივი აირის მიწოდება დაასახელეს.

მომავალი წლისთვის საჭიროების მქონე სოფელებში ინტენსიურად დაიწყება გზების და წყლის სისტემების მოწესრიგება, ხოლო იქ, სადაც ბუნებრივი აირის მიწოდება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება”, – განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ამირან ქრისტესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები