ბორჯომში სასაფლაოს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 ბორჯომში ცენტრალურ სასაფლაოზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ადგილზე რკინა-ბეტონის საფარი ეწყობა.

სამუშაოებით, სასაფლაოს გზის მთელ მონაკვეთზე საფარი სრულად მოეწყობა და გადაადგილება, როგორც ქვეითებისთვის, ასევე ავტომანქანებისთვის გახდება უსაფრთხო.

სულ ცოტა ხნის წინ, სასაფლაოზე მისასვლელ საფეხმავლო ბილიკსაც ჩაუტარდა რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინა-ბეტონის გზა, გაკეთდა კიბეები და მოაჯირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები