ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

​ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ირაკლი დეკანოიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა გამოიტანა.

სასამართლო დარბაზში ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ირაკლი დეკანოიძემ გამიზნულად, 5-ჯერ ესროლა ტყვია მეუღლეს შემდეგ კი, ხელყუმბარა შეუგდო, რომელიც არ ამოქმედდა და მხოლოდ ამის შემდგომ ხელნაკეთი იარაღით მიაყენა დაზიანებები.  ბრალდების მხარემ ასევე, გააჟღერა, რომ დეკანოიძე წარსულში პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა სასჯელს.

როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მიხეილ ბერიაშვილმა განაცხადა ბრალდებულმა გამიზნულად 5 ჯერ ესროლა ტყვია გარდავვლილს შემდეგ კი ხელყუმბარა შეუგდო, რომელიც არ ამოქმედდა და მხოლოდ ამის შემდგომ ხელნაკეთი იარაღით მიაყენა დაზიანებები გარდაცვლილს.
​დაცვის მხარეს თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფმა სასჯელი მხოლოდ იმ ნაწილში უნდა მიიღოს რასაც აღიარებს. უფლებადამცველმა, რევაზ კაჭკაჭაშვილმა აღნიშნა, რომ დეკანოიძეს მეუღლის მოკვლა წინასწარ განზრახული არ ქონია და ის მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

“ჩვენმა დაცვის ქვეშ მყოფმა მოგცათ საკმარისი ინფორმაცია, რათა დადგინდეს ამ ფაქტის გამომწვევი მიზეზები. ჩვენმა დაცვის ქვეშ მყოფმა მომხდარის შემდეგ თავის მოკვლაც სცადა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ მოიკლა რომ საქმე ბუნდოვანი არ დარჩენილიყო. ირაკლი არც მიმალულა, ის ავტოფარეხში იყო და ელოდებოდა სამართალდამცველებს , ასე რომ მიმალვის საბრთხე , რომელიც ბრალდების მხარემ გააჟღერა. გარდა ამისა ცნობილია რომ ბავშვები იმყოფებიან და იმყოფებოდნენ გარკვეული ძალადობის ქვეშ და მოვითხოვ დეტალურად იქნეს ყველა პირი გამოკითხული. ჩვენ მომხრეები ვართ მიიღოს ჩვენმა დაცვის ქვეშ მყოფმა სასჯელი ,მხოლოდ იმ ნაწილში რასაც აღიარებს”,- განაცხადა რევაზ კაჭკაჭაშვილმა.
ხაშურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 6 დეკემბერს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები