ევროკავშირის ელჩი: არასდროს არ ყოფილა საქართველო ევროკავშირის ურთიერთობა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს არის

ოზურგეთში ევროპის დღე აღინიშნება. ოზურგეთელი მოსახლეობა მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობებით ევროკავშირში „მოგზაურობდა“. ღონისძიებაში ევროკავშირის პროგრამები მონაწილეობენ. მათ ის აქტივობები წარმოადგინერს, რასაც საქართველოში ახორციელებენ და იმ შესაძლებლობებს, რასაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.

ევროპის დღის აღნიშვნის ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მოინახულა. “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აღნიშნა, რომ ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობა არ ყოფილა არასდროს ასეთი ძლიერი, როგორიც ის დღეს არის.
ამ გრძელი და ინტენსიური შაბათ-კვირის შემდეგ, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას. ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობა არ ყოფილა არასდროს ასეთი ძლიერი, როგორიც ის დღეს არის. ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხნის პარტნიორები ვართ, როგორც საქართველოსთან, ასევე გურიასთან. აქ ბევრი აქტივობა გვაქვს განხორციელებული: როგორც საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, ასევე სოციალური პროექტები, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტები, ტურიზმი. უნდა აღვნიშნო, რომ გურია იქნება მომავალი სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ფოკუს რეგიონი, რომელზეც ევროკავშირი მიმართავს თავის დახმარებას პრიორიტეტულად. ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს, როგოროც ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. აქ ვართ იმისთვის, რომ დავინახოთ ის გამოწვევები და ასევე შესაძლებლობები, რომლებიც რეგიონს აქვს. მე ვხედავ რეგიონის ძალიან დიდ პოტენციალს განვითარებისთვის. იმიტომ, რომ აქ არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ კარგად განვითარდეს ტურიზმი. ეს არის ზღვაც, ეს არის მთები, სოფლის მეურნეობა, ჩაის კულტურა – რასაც ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს. ასევე, ძალიან კარგად შემუშავებული ტურიზმის სტრატეგია. ზუსტად ამითი გურიის რეგიონი განვითარდება და დღევანდელი დღე დასრულდება ევროპის დღის აღნიშვნით.
ევროპის დღე, ეს არის მეგობრობის დღე და ჩვენ აქ მას აღვნიშნავთ, იმიტომ, რომ არასდროს არ ყოფილა საქართველო ევროკავშირის ურთიერთობა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს არის. რეგიონებში ევროპის დღეები იმისთვის იმართება, რომ ევროპა რეგიონებშიც შემოიტანოს და აჩვენოს, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. ძალიან მიხარია, აქ რომ ვარ და ვხედავ, თუ როგორ ხორციელდება ჩვენი დახმარებით სხვადასხვა პროექტები. ის, რომ თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ, თუ რა შესაძლებლობას იძლევა ევროპა სტუდენტებისთვის, ბიზნესებისთვის და ზოგადად სხვადასხვა განვითარებისთვის და წინსვლისთვის“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროპის დღე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული, ჭადრების ბაღში მოწყობილი იყო კარვები, სადაც ორგანიზაციებს თავიანთი თავის წარდგენა შეეძლოთ.
ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლი, პროექტის მენეჯერმა ნათია ვაშალომიძემ “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიება ოზურგეთისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.
„ევროპის დღესთან ერთად ჩატარდა მოხალისეობის ფორუმი,მოხალისეობის ფორუმი ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. მოხალისეობის ფორუმზე 12-მდე ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, რომელსაც სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული მოხალისის ვაკანსია ჰქონდა წარმოდგენილი. უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო მოხალისეობის ფორუმში. ძალიან ბევრი ბავშვი ჩაერთო თამაშებში, რომელიც ჩვენს მიერ იყო დაგეგმილი. სხვა აქტივობებთან ერთად ძალიან მხიარულად გაატარეს დრო. ძალიან სასიამოვნოა მსგავსი ტიპის ზეიმები ჩვენი ქალაქისთვის”,- აღნიშნა ნათია ვაშალომიძემ.
ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ კონცერტით დასრულდა.
ევროპის დღე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა და ოზურგეთის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები