შსს: ხაშურში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაცემული არ ყოფილა

ხაშურში,  ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილის მიმართ შესაძლო ძალადობის თაობაზე 2012 წლის შემდეგ რაიმე მიმართვა/განცხადება პოლიციის დანაყოფებში არ ფიქსირდება.

შესაბამისად, პოლიციის მხრიდან განმეორების რისკები არ შეფასებულა, რომელიც 2018 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები