საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა “ნაგომარის“ ჩაის საწარმო მოინახულა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ევროკავშირის მხარდაჭერით გაშენებული ჩაის პლანტაცია და კოოპერატივ “ნაგომარის“ ჩაის საწარმო მოინახულა.

“გურიაში ჩაის ეს პლანტაციები ძალიან შთამბეჭდავია, ჩაი საფირმო ნიშანია გურიის. ეს არის ჩვენი 17 პარტნიორი კოოპერატივისგან ერთ – ერთი. მთელი ენერგია, რომლითაც ეს ყველაფერია გაკეთებული, ძალიან შთამბეჭდავია. იმედი მაქვს, რომ ის არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე, ექსპორტზეც გავა, მათ შორის ევროპის ბაზარზეც,” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

კოოპერატივი “ნაგომარი“ 2015 წლის დეკემბერში შეიქმნა. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივმა ჩაის გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარების შეძენა და 12 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია შეძლო.

ამ დრომდე, კოოპერატივის მიერ სოფელ ნაგომარში, ჯამურად 25 ჰექტრამდე ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებულია. ჩაის პლანტაციები შესაძლებლობას მისცემს კოოპერატივს, წარმოებული პროდუქციის რაოდენობა 12-13 ტონამდე გაზარდოს. ამ ეტაპზე, აქ 15 ტონამდე ნედლეული იკრიფება და 4 ტონა მაღალი ხარისხის შავ და მწვანე ჩაის ამზადებენ. ევროკავშირის ელჩთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები