სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 გორელს “საპატიო გორელის” წოდება მიენიჭა

გორში, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში საპატიო გორელები დააჯილდოვეს.

დაჯილდოვებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები , გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია , ნიქოზისა და ცხინვალის მიტრპოლიტი მეუფე ისაია ესწრებოდნენ.

“საპატიო გორელის” სიგელი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15  გორელს გადაეცა .

“ჩემთვის დიდი პატივია ვიყო გორელი , ასევე დიდი პატივია დღეს აქ ვიდგე და მონაწილეობა მივიღე საპატიო გორელების დაჯილდოვებაში. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემს გორს და გორელებს ,,გორის დღეები “. ძლიერი გორი , ძლიერი შიდა ქართლია, ძლიერი შიდა ქართლი კი ძლიერი საქართველო. მიყვარხართ და გეფერებით, ჩემო გორელებო” – განაცხადა პარლამენტის წევრმა, გიორგი ხატიძემ.

საპატიო გორელის სიგელი გადასცეს ბადრი ხუციშვილს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისში დაღუპულ ჯარისკაცებს საომარი მოქმედებების დროს ეხმარებოდა , ის შინდისის ქვესადგურის მორიგე ოპერატორად მუშაობდა.

“ძალიან გახარებული ვარ და აღელვებული ვარ. ჩემთვის დიდი პატივია ამ სტატუსის მონიჭება და ასევე საპასუხისმგებლო. მადლობა ყველას , მადლობა ჩვენს ხელისუფლებას ასეთი დაფასებისთვის”- განაცხადა ბადრი ხუციშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები