ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხულოს მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს

აჭარის განათლების კულტურის და სპორტის მინისტრი და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები რამდენიმე სოფელს, დიაკონიძეებს, ირემაძეებს, საციხურს და აგარას ეწვივნენ და ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს.

შეხვედრაზე ძირითად პრობლემად გაზიფიცირების და წყალარინების საკითხი დასახელდა.

როგორ ადგილობრივებმა შეხვედრაზე განაცხადეს, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებაა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  მათ პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები