სომეხ ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოში არ შემოუშვეს

სომხური მედიის ცნობით, 11 ოქტომბერს სომხეთ-საქართველოს საზღვრის ბავრა-ნინოწმინდის გამშვებ პუნქტზე სამი ჟურნალისტი 4 საათზე მეტ ხანს დააყოვნეს, ხოლო შემდეგ მათ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.

“ჟურნალისტები 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ აეხსნათ, რომ ისინი ახალციხეში, ახალქალაქსა და თბილისში მიდიოდნენ, რათა შეხვედრები გაემართათ ქართველ კოლეგებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან,” – იუწყება გამოცემა Epress.am და დასძენს, რომ საბაჟო ოფიცრებს მათთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ მიუციათ და უთხრეს, რომ “საჭირო აკრედიტაციისა” და “ინტერვიუს ნებართვის” გარეშე ქვეყანაში ვერ შევიდოდნენ.

გამოცემისვე ცნობით, ჟურნალისტებს ბარგის ჩხრეკის შედეგად, უარი უთხრეს ქვეყანაში კამერისა და მიკროფონების შეტანაზე, ხოლო როდესაც ჟურნალისტებმა დატოვეს ტექნიკა და ხელახლა სცადეს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა, მათ კვლავ უარი განუცხადეს.

Epress.am იმ ჟურნალისტთა სახელებს აქვეყნებს, რომელთაც საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვათ. ესენი არიან: იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატრიანი და ტიგრან აკოპიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები