ადგილობრივი ხელისუფლება ადიგენის მოსახლეობას შეხვდა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ესაუბრა

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამია, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან შალვა ბერძენიშვილთან და შოთა როსტიაშვილთან ერთად, სოფლების გომაროს, დიდი ზანავის, პატარა ზანავის და  წრეს მოსახლეობას შეხვდნენ, მათ საჭიროებებს გაეცნენ და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთად იმსჯელეს.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებად შიდა გზების მოასფალტება და გაზიფიცირება დაასახელეს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობასთან შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები