ზუგდიდში მიხეილ მესხის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს

მიხეილ მესხის სახელობის 11 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონი მონაწილეობს, მათ შორის გუნდი ოკუპირებული აფხაზეთიდან.

ტურნირის ორგანიზატორის თემურ გეთიას განცხადებით, ხვალ გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ბომბარდირის, მცველის, მეკარისა და მაყურებელთა სიმპათიის ნომინაციაში, ასევე გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ორგანიზატორების თქმით, ტურნირი ტრადიციული გახდება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ყოველწლიურად გაიმართება.

ტურნირს მიხეილ მესხის მეუღლე ქეთევან მესხი ესწრება. მან სიტყვით მიმართა ნორჩ ფეხბურთელებს და წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები