კარლ ჰარცელი: ბოლო პერიოდში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ იყო დაძაბულობა, რომელიც უნდა განიმუხტოს

” ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისივე თქმით, კონფლიქტების მიმართ მათ პრინციპული დამოკიდებულება აქვთ.
„მე უნდა ვესაუბრო კონფლიქტების საკითხში კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში იქ იყო დაძაბულობა, რომელიც უნდა განიმუხტოს. ჩვენ ასევე, ვმუშაობთ კონფლიქტურ ზონებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. გვაქვს ბევრი პროექტი გაერო-სთან ერთად. უნდა გავაგრძელოთ ეს მუშაობა და იცით, რომ ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია კონფლიქტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები