სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ბ.შ. და 1969 წელს დაბადებული მ.ს. დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ახალციხეში, ერთ-ერთ რესტორანში მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 3 500 ევროს.

სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები