მარიამ ჯაში: გმირობის ტოლფასია აფხაზეთში ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის სწავლა და შენარჩუნება

“სევდიანია აფხაზეთთან დაკავშირებული ნებისმიერი შეხვედრა, მაგრამ დღეს ჩვენ ვზეიმობთ ძალიან დიდ წარმატებას, გმირობის ტოლფასია აფხაზეთში ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის სწავლა და შენარჩუნება. მადლობა თქვენს პედაგოგებს, მშობლებს და თქვენ პირველ რიგში, რომ მიუხედავად უდიდესი დაბრკოლებებისა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სტუდენტები ხართ და ქმნით მომავალს, რომელიც აუცილებლად დაგვაბრუნებს სოხუმში”, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და 2019 წლის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება.

შეგახსენებთ, რომ ​ იმ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და 2019 წლის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად შეძლეს. ამასთან ერთად, კომიტეტის თავმჯდომარემ ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებ წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები