ხელისუფლების წარმომადენლებმა „გორის დღე 2019“ -ის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერეს

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადენლებმა „გორის დღე 2019“ -ის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერეს.

12 ოქტომბერს 13:00 საათითან გორი თავისი ძველი ტრადიციებითა და კულტურით გაცოცხლდება.

დღესასწაული კირიონ II – ის ქუჩიდან დაიწყება და გორის ციხემდე გაგრძელდება.

“დილიდანვე გოგებაშვილის ქუჩაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის უამრავი ატრაქციონი იმუშავებს. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოწყობილ გამოფენა – გაყიდვაზე თქვენ შეძლებთ შეიძინოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები ადგილზე დააგემოვნოთ იქვე გამოხდილი ჭაჭა, ქვევრის ღვინო, საწნახელში დაწურული მაჭარი, სახელდახელოდ გამომცხვარი ხაჭაპურები და ხაბიძგინები, ამოავლოთ ჩურჩხელები. სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ბებოს მიერ წინდების ქსოვის მასტერკლასში და კერამიკოსებთან ერთად გამოძერწოთ თქვენთვის სასურველი ჭურჭელი. 13:00 საათზე დაიწყება წერეთლის ქუჩაზე კონცერტი. დღის განმავლობაში კი მოეწყობა კულტურილი, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები. “გორის დღე 2019” – ზე კუთხეებს წარმოადგენენ კასპის, ქარელის, ხაშურის, ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტები” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გორის, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 17:00 საათზე დაიწყება კონცერტი გორის ქალთა კამერული გუნდის, ცინცაძის სახელობის გორის მუსიკალური კოლეჯის გოგონათა გუნდისა და ანსამბლ „გორის“ მონაწილეობით.

გაიმართება ,,საპატიო გორელის“ წოდების მინიჭების ცერემონია.

19:00 საათზე, ახლად რიაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე, „გორის დღე 2019 “ – ს დაასრულებს გალა – კონცერტი ესტრადის ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით.

“გელოდებათ ფოიერვერკი. გელოდებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ “გორის დღე 2019”-აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები