ტექნიკურ უნივერსიტეტში DUNE-კოლაბორაციის მეცნიერთა ვიზიტი დასრულდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის Fermilab-ის დელეგაციის ხელმძღვანელები – მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორები სტეფან სოლდნერ-რემბოლდი და ედვარდ ბლაჩერი, ასევე, ჩიკაგოს უნივერსიტეტისა და Fermilab DUNE-ის საერთაშორისო კოლაბორაციის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ უილსონი იმყოფებოდნენ.
როგორც “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, ვიზიტს საფუძვლად დაედო ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მიმდინარე წლის მაისში, ამერიკის შეერთებული შტატების Fermilab-ის ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოების ექსპერიმენტის საერთაშორისო კოლაბორაცია DUNE-ის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნული კოლაბორაციის წევრი გახდა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილთან, სტუ-ის სამეცნიერო პერსონალსა და DUNE-ექსპერიმენტის ქართულ ჯგუფთან. მხარეებმა ისაუბრეს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და ექსპერიმენტებში მონაწილეობის შესახებ, განიხილეს სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის თემატიკა და ის დეტალები, რაც DUNE-ის ექსპერიმენთან ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის კოლაბორაციას ეხება, ასევე, იმსჯელეს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და Fermilab-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
როგორც უცხოელმა მეცნიერებმა აღნიშნეს, მათ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფების საერთაშორისო კოლაბორაციებში მონაწილეობის შესახებ და იმედი გამოთქვეს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა გამოცდილება წარმატებით იქნება გამოყენებული DUNE-ის საერთაშორისო კოლაბორაციაში.
სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ, უცხოელმა მეცნიერებმა ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებისთვის ჩაატარეს სემინარები, როგორც ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოების DUNE-ექსპერიმენტის, ასევე Fermilab-ის ნეიტრინოების მთლიანი პროგრამის შესახებ.
ცნობისათვის: DUNE-ი საერთაშორისო კოლაბორაციაა, რომელშიც 31 ქვეყნის 180 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და 1000-ზე მეტი მეცნიერ-კოლაბორატორია გაერთიანებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები