გურჯაანში მოპედი 06-ის მარკის ავტომანქანას შეეჯახა

ქალაქ გურჯაანში, თავისუფლებისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მოპედი მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და 06-ის მარკის ავტომანქანას შეეჯახა.

შეჯახების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო მოტოციკლის მძღოლმა.

ის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

შსს-ს განცხადებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები