“ჯერ მაღაზია გადაცხრილა და მერე კონდახით სცემა” – ხაშურში ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა

ხაშურში მეუღლემ ახალგაზრდა ქალს მრავალჯერადი ჭრილობები თოფის კონდახით მიაყენა. “რეგიონულმა კვირამ” საქმის ახალი დეტალები გაარკვია.  ცოლ-ქმარი განქორწინების პროცესში იმყოფება და დღეს სასამართლო უნდა შემდგარიყო, სადაც წყვილი ოფიციალურად გაეყრებოდა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დაშავებულ ქალს ხაშურში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია აქვს, სწორედ იქ გაუსწორდა ფიზიკურად მამაკაცი მეუღლეს.

“6 წელია ცალცალკე ცხოვრობენ, დღეს უნდა ჰქონოდათ სასამართლო პროცესი და ასეთი საშინელება ჩაიდინა. ჯერ მაღაზია გადაცხრილა და მერე კონდახით სცემა. ძალიან ცუდადაა ექიმები კარგს ვერაფერს გვეუბნებიან”,- ამბობს დაშავებული ქალის ახლობელი.

30 წლის ქალი ამ დროისთვის ხაშურის მერაბ მათიაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მას სხეულის მძიმე დაზიანებები და მრავალჯერადი მოტეხილობები აქვს, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 19. 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები