აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმზე სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა პრეზენტაციები წარადგინეს (ფოტოები)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით , ქალაქ გორში , უფლისციხის ტერიტორიაზე შიდა ქართლის აგროსაინვესტიციო ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მხარდაჭერით მოეწყო.

ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა , ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გახსნეს.

რეგიონში არსებული აგროსაწარმოების პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად , ფორუმზე სასოფლო – სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა მეხილეობის და მარავლწლიანი ბაღების გაშენების , სანერგე მეურნეობის განვითარების, მეფრინველეობის, მეღვინეობისა და მეფუტკრეობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე , სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე და მიღწეულ შედეგებზე.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ აგროპროექტზე , რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას , წარმოების ზრდას და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები