ქედაში გამართულ ფესტივალზე მსახიობ ზურაბ ცინცქილაძეს საპატიო ქედელის წოდება მიანიჭეს

ქედაში გამართულ ფესტივალზე ფილმ ,,მევლუდის” მთავარი გმირს მსახიობ ზურაბ ცინცქილაძეს საპატიო ქედელის წოდება მიანიჭეს.

როგორც ცინცქილაძემ “რეგიონულ კვირას ” განუცხადა, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა და დიდი პატივია რომ “მევლუდის” როლის შესრულება ხვდა წილად.

“ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, ვფიქრობ, რომ საპატიო ქედელის წოდება უმნიშვნელოვანესია ჩემთვის. განსაკუთრებით მიყვარდა ეს კუთხე ახლა უფრო მეტად შემიყვარდა. არაჩვეულებრივი, სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს აქ, არის ულამაზესი ბუნება. ჩემთვის დიდი პატივია ისიც, რომ ,,მევლუდის” როლის შესრულება მე მხვდა წილად”-განაცხადა მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ.

​საპატიო ქედელის წოდება რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქედელი მეომრის დედამ, ასევე საპატიო პოლიციელმა და ადგილობრივმა ექთანმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები