საქართველო, ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის, EURAXESS-ის 41-ე წევრი გახდა

საქართველო, ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის, EURAXESS-ის  41-ე წევრი გახდა.

ამ ორგანიზაციის წევრობის მნიშვნელობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

როგორც თესაუს აკადემიურ პერსონალთან შეხვედრაზე აღინიშნა, EURAXESS-ის წევრობა საქართველოს მეცნიერებისთვის არის ისეთი ბენეფიტებით და პრივილეგიებით სარგებლობის შესაძლებლობა, როგორიცაა, მსოფლიოს მასშტაბით, პირდაპირი წვდომა ევროკავშირის, ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებზე, უნივერსიტეტებთან, ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან და მკვლევარებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები