ქედაში ფესტივალი “შემოდგომა ქედაში 2019” ტარდება

ქედაში ფესტივალი “შემოდგომა ქედაში 2019” მიმდინარეობს. ღონისძიება კინოფილმი “მევლუდ დიასამიძის” გადაღებიდან 35 წლისთავს ეძღვნება. ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ფონკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები ასევე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ადგილზე დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და დაათვალიერონ ადგილზე გამოფენილი ხელოვნების ნიმუშები.
ფესტივალს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ქედის მერი ლევან გორგილაძეც ესტუმრებიან.
როგორც “რეგიონულ კვირას” ქედის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ეკატერინე ქაჯაიამ განუცხადა, ტრადიციულ დღესასწაულზე სტუმრებს არამხოლოდ საქართველოდან ელიან.

“შემოდგომა ქედაში 2019” ტრადიციული დღესასწაულია. მოწვეული არიან ის მსახიობები, რომლებიც ფილმში “მევლუდი” მონაწილეობდნენ. სტუმრებს შორის, არიან უკრაინის ქალაქ კრემენეცის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა წარმოდგენები”,- აღნიშნა ეკატერინე ქაჯაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები