ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: მეტროპოლიტენი პიკის საათებში, რა თქმა უნდა, გადატვირთულია

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისში ტაქსების დეფიციტი არ არის და არც ტაქსის საფასური გაზრდილა. ამის შესახებ მუმლაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რეფორმა არის შემდგარი, წარმატებული, ეს თამამად შეგვიძლია, ვთქვათ. ახსენეთ, რომ რეგულაციებმა გამოიწვია ფასის ზრდა, ასევე ტაქსების დეფიციტი, ბოლოსაც კი გადავამოწმე. გამოვდიოდი კონკრეტულ მისამართზე და შევამოწმე, რა შეიძლებოდა შემოეთავაზებინა ტაქსის კომპანიას. შემომთავაზა იგივე ტარიფი, რაც იყო მანამდე. [ტარიფის ზრდა] ეს იყო პირველ დღეს, როდესაც ისარგებლეს მძღოლებმა, როდესაც ადამიანები ტაქსის ნებართვის ასაღებად იყვნენ წასულები და არ გამოვიდნენ სამსახურში. პირველი ორი დღე ტარიფები ნამდვილად იყო გაზრდილი, თუმცა ახლა დასტაბილურებულია.

ჩვენ შეგვიძლია, გადავამოწმოთ ვებგვერდზე, ტაქსების რაოდენობა 17 000-ზეა ასული, აქ არის A კატეგორიაც, B კატეგორიაც. ტაქსების დეფიციტი ნამდვილად არ არის. ჩვენი რეფორმა რასაც ითვალისწინებდა, ტვირთი არ ყოფილიყო მძღოლისთვის და არჩევანის საშუალება ჰქონოდათ მათ. ბაზარზე არიან ის ტაქსები და ის რაოდენობა, რომელიც აქამდე იყო. ერთადერთი შეზღუდვა შეეხო მხოლოდ მათ, ვინც ტექინსპექტირება ვერ გაიარა.
ჩვენ, ტაქსის მძღოლები, გადასახადებისგან გავათავისუფლეთ და მათ უფასო დგომის ადგილები გამოვუყავით.

თქვენ ასევე ახსენეთ, რომ მეტრო იყო გადატვირთული. პიკის საათებში, რა თქმა უნდა, არის გადატვირთული, თუმცა ჩვენი პოლიტიკა და მიმართულებები ითვალისწინებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ნომერ პირველია ჩვენთვის“, – განაცხადა მუმლაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები