“ნიუ ჰოსპიტალსი” ილია ჯიშკარიანის დიაგნოზს ასაჯაროებს – “ინფორმაცია, რომ ის მეგობრის საავადმყოფოში წევს, ტყუილია”
გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს ჯიშკარიანი მართლმსაჯულების თავიდან აცილების მიზნით, მეგობრის საავადმყოფოში წევს სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსის” წარმომადგენელმა თიკა კენკებაშვილმა “კვირასთან” საუბარში განაცხადა.
“ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა მისი საავადმყოფოდან გაწერა 2-3 დღე არ იგეგმება. გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს ჯიშკარიანი მართლმსაჯულების თავიდან აცილების მიზნით, მეგობრის საავადმყოფოში წევს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის სრული აბსურდი. ილია ჯიშკარიანს დიდი ხანია აწუხებს კარდიოლოგიური პრობლემები, აქვს გულის დაავადება-კორონალური სინდრომი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებაში გადაგზავნილია”, – აღნიშნა კენკებაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქალთა უფლებების დამცველმა ბაია პატარაიამ, განაცხადა, რომ ილია ჯიშკარიანი მართლმსაჯულებას ძმაკაცის საავადმყოფოში ემალება.
საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” დღეს იმსჯელებენ.
ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე, ბრალი ორი დღის წინ წარედგინა.