ბათუმში კონკურსებში და საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართება

ბათუმში იმ პედაგოგებსა და მოსწავლეებს დააჯილდოებენ, რომლებმაც სხვადასხვა კონკურსსა და თუ საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებებს მიაღწიეს.
კონკურსები და საგნობრივი ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა  და მონაწილეობას 15 ათასამდე მოსწავლე იღებდა.
ქვეპროგრამის ფარგლებში სულ დაჯილდოვდება 121 მოსწავლე და 73 მასწავლებელი.

საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან ლეპტოპებით და დიპლომებით. ხოლო, კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან პლანშეტებით და დიპლომებით.  სულ საჩუქრების  შესაძენად 59 190 ლარი დაიხარჯა.

დაჯილდოების ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის “განათლების ხარისხის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის “კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში, იმართება. დაჯილდოების მიზანი სწავლისა და სწავლების მოტივაციის გაზრდაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები