“ზუგდიდის მუზეუმში, რომელიც მებატონეებმა ააშენეს, ბატონყმობა ჯერ არ გადავარდნილა”

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომლებმა, კულტურის სამინისტროს ხელფასის მომატების მოთხოვნით მიმართეს.

მუზეუმის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უკიდურეს ზომას, გაფიცვას არ გამორიცხავენ.
“მივმართავთ პრემიერ-მინისტრს ბატონ გახარიას, რომ გადახედოს ჩვენს სახელფასო პოლიტიკას. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს სამწუხაროდ, ჰგონია, რომ მხოლოდ მასწავლებლების მინისტრია. შევახსენებთ, რომ ის მუზეუმელების მინისტრიცაა. ბატონი გახარია თუ ნახავს ჩვენს შრომით ანაზღაურებას, აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ ამ სასახლეში, რომელიც მებატონეებმა ააშენეს, ბატონყმობა ჯერ არ გადავარდნილა”,- აღნიშნა მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ნანა ფიფიამ.

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას განმარტებით, თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატების საკითხი, მანამდე არაერთხელ დაუსვამს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე მომხდარა.
“ვადასტურებ, რომ ხელფასის მომატება საჭიროა, რადგან ძალიან ცოტაა. მე როდესაც მქონია შესაძლებლობა, ვისაც ეს ეხება ყველგან გამიჟღერებია ეს საკითხი”,- განმარტა ლილი ბერაიამ.

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმი 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცულ არქივებსა და ნივთების ბაზაზე შეიქმნა. ის ერთ-ერთი უძველესია საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები