როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 13 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 27-29 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 23-25 გრადუსი შენარჩუნდება.

“დღეს დღის ბოლოდან და ხვალ 12 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექი, ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარიც.
13 სექტემბრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე უკვე აღმოსავლეთის მიმართულებით გაძლიერდება ქარი.
​აღმოსავლეთ საქართველოში 13-14 ოქტომბერს შესაძლოა აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი.
​ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღეს საქართველოს დაბლობსა და ბარში თბილი ტემპერატურაა მოსალოდნელი, დაახლოებით 25-27 გრადუსის ფარგლებში როგრც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. ხვალ კი ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოში 13-დან კვლავ მოიმატებს ტემპერატურა 27-29 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 23-25 გრადუსი შენარჩუნდება”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები