იაპონიაში მოსალოდნელი ტაიფუნის გამო, საგარეო უწყება იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი ტაიფუნის შესახებ აფრთხილებს და უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.
“იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები