ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეშეთისა და ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებს გაეცნენ

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დიდველის, ქვეშეთისა და ფასანაურის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს.

დაბა ფასანაურისა და ქვეშეთის საბავშვო ბაღები რეაბილიტირდა. კეთილმოეწყო აბმულატორია სოფელ ქვეშეთში. ფასანაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. დასრულების ეტაპზეა დაბა ფასანაურის საჯარო სკოლის რემონტი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სველი წერტილები და შესრულდა სხვა აუცილებელი სამუშაოები. ხადის ხეობასთან დამაკავშირებელ გზას და სოფელ ხარხეთის წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განხორციელდა ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ცხვედიეთის ელექტრიფიკაცია. აღსანიშნავია, რომ სოფელს ელექტროენერგია ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. “მაღალმთიანი დასახლებების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ფასანაურისა და ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი ყველა სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებებად მიწის რეგისტრაცია, სოფლების გაზიფიცირება და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა დაასახელეს. ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

ღია შეხვედრები დუშეთის, მცხეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები