სენაკში სოფელ გოლასკურში 7 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, – ამის შესახებ “კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან  აცნობეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც უწყებაში ამბობენ, გზის პრობლემა სოფელს წლების განმავლობაში აწუხებდა, გასულ წელს ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე პრობლემის მოგვარებას მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებული დაპირდა.
7,2 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ღირებულება 2 364 841 ლარს შეადგენს და 2020 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.


საავტომობილო გზის რეაბილიტაციამდე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ასევე გადაწყდა გოლასკურელთა წინაშე მდგარი გარე განათების ქსელის მოწყობის პრობლემა. გოლასკურის ცენტრში სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ეწყობა დასასვენებელი პარკიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები