ელიზაბეთ რუდმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ტანას ხეობა მოინახულა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად ტანას ხეობა მოინახულა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალურ გვერდი ავრცელებს.

“მოვინახულეთ თხინალას ჩანჩქერი, ატენის სიონი და შატო ატენი – Chateau Ateni, სადაც ქართლის ღვინოებით გავუმასპინძლდით. ელჩს ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალი გავაცანით. აღსანიშნავია, რომ რეგიონისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობა და თანამეგობრობა. საუბრის ერთ-ერთი თემაც სამომავლო პარტნიორობა და ორი ქვეყნას შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება იყო. ლაშქრობის დასასრულს სტუმარმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ ტანას ხეობა მისთვის აღმოჩენა იყო და ეს არ იქნება მისი ბოლო ვიზიტი შიდა ქართლში. მადლობას ვუხდი ელიზაბეთ რუდს შიდა ქართლში სტუმრობისთვისა და რეგიონის პოპულარიზებაში წვლილის შეტანისთვის,” – აღნიშნულია შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალურ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები