სასმელი წყალი,საგზაო ინფრასტრუქტურა და დანაგვიანების საკითხი – ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიღნაღის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს

 

სასმელი წყალი,საგზაო ინფრასტრუქტურა და დანაგვიანების საკითხი,ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია,რაც დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოისმინეს.

სოფელ ზემო ბოდბეში მოსახლეობის წუხილს, გარდა ჩამოთვლილი პრობლემებისა,სოფლში ამბულატორიის მშენებლობაში ადგილობრივების დასაქმება წარმოადგენდა.

მაცხოვრებლების თქმით,კომპლექსში,რომელიც ამბულატორიას,ბიბლიოთეკას და ახალგაზრდულ ცენტრს მოიცავს,ძირითადად აზერბაიჯენელი ხალხია დასაქმებული.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის,გიორგი გოგილაშვილის თქმით,რადგან კომპლექსის მშენებლობა გარკვეულ ვადებში უნდა მოესწროს,ამიტომ არ დაასაქმეს ადგილობრივები და სკოლის მშენებლობაზე,რომელიც ასევე იგეგმება,შენიშვნა გათვალისწინებული იქნება.

სოფელში ასევე მწვავედ იდგა სასმელი წყლის პრობლემა,რაზეც მერმა განაცხადა,რომ ჭაბურღილის დამატება მოხდება და მოსახლეობის პრობლემა გადაიჭრება.

“დამატებითი ჭაბურღილი კეთდება და წყალმომარაგების კომპანიიდან გვპირდებიან რომ პრობლემა მალე მოგვარდება.სავარაუდოდ მომავალი წლიდან შესაძლებელი იქნება ,რომ უფრო მეტი წყალი მივაწოდოთ მოსახლეობას საათობრივად“-განმარტა გოგილაშვილმა.

“მოხეტიალე ტურისტები დადიან ბილიკებზე,ანტისანიტარია კი ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს ტურისტებსაც და ჩვენც“-აღნიშნა სოფელ ნუკრიანის მცხოვრებმა,გიორგი ჩერქეზიშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ.ნუკრიანში ადგილობრივებმა გზის ინფრასტრუქტურის,ახალგაზრდებისთვის სტადიონის შესაბამისი სტანდარტებით მოწყობის და დანაგვიანების პრობლემა წამოჭრეს,როგორც მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან აღნიშნა,აღნიშნული პრობლემების მოგვარება სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში,ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულის,ირაკლი ქადაგიშვილის თქმით,შეხვედრების მიზანს სწორედ რომ მოსახლეობის პრობლემების მოსმენა და მომავალი წლის ბიუჯეტში მათი მაქსიმალურად ასახვა წარმოადგენს.

“ფუნდამენტალური პრობლემები ბევრ სოფელში მოხსნილია,ძირითადად შიდა საუბნო გზებზეა ხოლმე საუბარი,წყლის მიწოდება მეტად აქტუალუარია,ამიტომ ჩვენ ყველა ამ საკითხს ბიუჯეტში ვითვალისწინებთ მომავალი წლისათვის.ამავდროულად არის კონკრეტული პრობლემები,რაც შეიძლება კონკრეტულ მოქალაქეს აწუხებდეს და ამ კუთხითაც რა თქმა უნდა ვრეაგირებთ“-აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

კახეთის რეგიონში,სოფლის მოსახლეობასთან ,ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქტიური შეხვედრები ივლისის თვიდან დაიწყეს.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები