ზუგდიდში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, მოადგილეებმა ბესო ჭეჟიამ და თაზო ფაცაციამ საჭადრაკო სკოლასა და N2 საჯარო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

უკვე დასრულებულია ჭადრაკის სახლის კონსტრუქციული ნაწილის რეაბილიტაცია, არსებულ შენობაზე დაშენდა მეორე სართული, იგეგმება დამატებითი საკლასო ოთახების, დარბაზის, ადმინისტრაციის ოთახის, სანიტარული კვანძების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემის მოწყობა. განახლდება შენობის გარე იერსახე.

შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.

პროექტის ღირებულება 904 367 ლარია დასკვნით ეტაპზეა ბერიას ქუჩაზე, N 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა. მისი ღირებულება 1 167 999 ლარია. საბავშვო ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება, იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები