“ამ შეხვედრებით ჩვენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე დავსვამთ ადგილობრივების პრობლემებს” – აბაშაში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად მოსახლეობას, აბაშის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში – სეფიეთი, გეზათი, გულუხეთი და ძველ აბაშაში შეხვდნენ.

პროექტ ღია შეხვედრების ფარგლებში, სოფლებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ადგილობრივებისგან ინფორმაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ – დავით ვერავამ, აბაშის მერმა – ლევან მაკალათიამ, აბაშის მერის პირველმა მოადგილემ – ირაკლი პერტენავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ – მამუკა კვიტაშვილმა მიიღეს.

“შემაჯამებელი შეხვედრა სიმბოლურად გავმართეთ ძველ აბაშაში, რომელმაც მსოფლიოს დიდი კონსტანტინე გამსახურდია აჩუქა. გამოცხადებული გვაქვს ტენდერი, პროექტირება მზად არის დაახლოებით  2 მილიონ ნახევარ ლარზე და ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას. იცით რომ აბაშაში, ჩვენი მიწები ჭარბწყლიანობით გამოირჩევა. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისათვის, რომ გამოვაცხადოთ ერთი დიდი ტენდერი, რომელიც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს ადგილზე მოემსახურება”,- აღნიშნა აბაშის მერმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღ​ება.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა ინტერნეტიზაცია, სასმელი წყლის პრობლემა, გარე განათება და შიდა გზების და მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა.
აბაშის მუნიციპალიტეტში, პროექტ ღია შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები სიმბოლურად კონსტანტინე გამსახურდიას მშობლიურ სოფელში ძველ აბაშაში დასრულდა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.
შეხვედრებზე დასახელებული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები