“სოფელში ინტერნეტის კაბელებიც კი არაა შემოყვანილი” – ადიგენის მოსახლეობის პრობლემებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ეცნობა 

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი – ბესიკ ამირანაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს – ზარზმას, უტყისუბანს, ფლატესა და არზნეშს ესტუმრა.
ვიზიტის მთავარი მიზანი, ადგილობრივებთან შეხვდა, სოფელში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების ადგილზე გაცნობა იყო.
ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი – ზაქარია ენდელაძეც იმყოფებოდა. შეხვედრა დიალოგის ფორმატში მიმდინარეობდა.
მოსახლეობასთან საუბრისას ხაზი ისეთ საკითხებს გაესვა, როგორიცაა, სამერქნე მასალის არ არსებობა, ინფრასტრუქტურული და სასმელი წყლის პრობლემა.
“ძალიან გვიჭირს. ინტერნეტის პრობლემა გვაქვს, სოფელში შემოყვანილიც კი არ არის კაბელები. იქნებ როგორღაც დაგვეხმაროთ და ეს პრობლემა გადაგვიჭრათ, გარდა ამისა, 4-კილომეტრიანი გზა გაფუჭებულია, ბუნებრივი პირობების გამო”,- ამბობენ ადგილობრივები უტყისუბანში.
სოფელ უტყისუბნიდან გუბერნატორმა ზარზმაში გადაინაცვლა, სადაც თავი დაახლოებით 30-40 ადგილობრივმა მოიყარა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად შეხვედრების გამართვას ყველა სოფელში აპირებს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ანალოგიური ფორმატის შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები