ბათუმში, ანგისას ბაზაზე, ფინალურ მატჩში ერთმანეთს ესპანეთი და ჰოლანდია დაუპირისპირდებიან

ქალაქ ბათუმში საერთაშორისო ტურნირი 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს შორის Ajara Cup 2019-ის  ფინალური შეხვედრა დღეს, 19:00 საათზე,  ანგისას ბაზაზე გაიმართება.

ერთმანეთს პსვ ეინდჰოვენი (ჰოლანდია)  და  ვალენსია (ესპანეთი) დაუპირისპირდებიან.

პროექტის ორგანიზატორები არიან აჭარის ფეხბურთის ფედერაცია, აჭარის სპორტის დეპარტამენტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, აჭარის მთავრობა, ფეხბურთის განვითარების ფონდი, შპს სპორტ სოლუშენი, თავისუფალი ფეხბურთი.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ ტურნირი რეგულარული გახდება და ყოველწლიურად ჩატარდება.

ქალაქ ბათუმში საერთაშორისო ტურნირი 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს შორის  Ajara Cup 2019 გაიმართა, მასში სულ 8 გუნდი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები